სააგენტოს შესახებ arrow_drop_down
საჭირო ინფორმაცია arrow_drop_down
საჯარო ინფორმაცია arrow_drop_down
მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმის ფარგლებში წალკის მუნიციპალიტეტის ქალაქი წალკის, აშკალას, ბარეთის, ბეშთაშენის, ბერთა, კოხტას, რეხას,
არსარვანის, ბედიანის, ხანდოსა და სამების ადმინისტრაციულ ერთეულებში მდებარე მიწის ნაკვეთებზე ჩატარებული საკადასტრო სამუშაოების მონაცემები საჯაროდ გამოქვეყნდა.
2 ივლისიდან 2 აგვისტოს ჩათვლით აღნიშნული ადმინისტრაციული ერთეულების ადგილობრივ მაცხოვრებლებსა და დაინტერესებულ პირებს, შესაძლებლობა აქვთ აგეგმვითი სამუშაოების შედეგებს, სარეგისტრაციო დოკუმენტაციას, გადაწყვეტილებებს აზომილ ნაკვეთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ და საკადასტრო რუკებს საჯაროდ გაეცნონ.
მონაცემების გაცნობა შესაძლებელია საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე www.napr.gov.ge, www.slr.napr.gov.ge
წალკის მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე
წალკის მუნიციპალიტეტის ქალაქი წალკის, აშკალას, ბარეთის, ბეშთაშენის, ბერთა, კოხტას, რეხას,
არსარვანის, ბედიანის, ხანდოსა და სამების ადმინისტრაციულ ერთეულებში და იუსტიციის სახლებში
იმ შემთხვევაში, თუკი არ ეთანხმებით საკადასტრო აღწერის (მიწის აზომვის) შედეგებს, გთხოვთ, 2 ივლისიდან 2 აგვისტოს 16:00 საათის ჩათვლით, მოგვმართოთ განცხადებით. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ, შედეგები თქვენ მიერ მოწონებულად ჩაითვლება.
დამატებითი კითხვის შემთხვევაში დაგვიკავშირდით ცხელ ხაზზე: +(995 32) 2 405 405
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 და მე-4 პუნქტების შესაბამისად, იუსტიციის მინისტრის 2021 წლის 31 დეკემბრის №798 ბრძანებით განსაზღვრულ 59 მუნიციპალიტეტში სისტემური რეგისტრაციის პროექტს ახორციელებს.